უმრავლესობის სხდომა ხმაურის ფონზე

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. მმართველი პარტიის წევრები უმრავლესობიდან დეპუტატების წასვლის გამო გათავისუფლებულ ვაკანტურ თანამდებობებზე წარსადგენ კანდიდატურებზე, 2020 წლის ბიუჯეტზე, რეფერენდუმთან დაკავშირებით აკაკი ზოიძის ინიციატივასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ.

შენობის გარეთ კი მოძრაობა „შეცვალეს“ აქცია მიმდინარეობს. ისინი პროპორციული სისტემით ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ. როგორც მოძრაობის წევრები აცხადებენ, ისინი დეპუტატებისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას აპირებენ. მმართველი პარტიის ოფისთან პოლიციაა მობილიზებული.