იენს სტოლტენბერგი – ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ ოპოზიციასთან ერთად საერთო ენის და გამოსავლის ძიების გაგრძელებისკენ

ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ ოპოზიციასთან ერთად საერთო ენის და გამოსავლის ძიების გაგრძელებისკენ, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ბოლო დროინდელი პოლიტიკური მოვლენები წუხილს იწვევს.

„საქართველოში ბოლო დროინდელი პოლიტიკური მოვლენები წუხილს იწვევს. ნატო მოელის, რომ საქართველო შეინარჩუნებს ბოლო წლების დიდი მუშაობის შედეგად დამკვიდრებულ დემოკრატიულ სტანდარტებს. ამაში შედის პოლიტიკური უთანხმოების დიალოგის გზით გადაწყვეტა და საზოგადოებაში განხეთქილების გამომწვევი რიტორიკის და ქმედების არ გამოყენება. ნატო მხარს უჭერს ევროკავშირის მედიაციაციის ძალისხმევას. ბატონო პრემიერო, მოგიწოდებთ ოპოზიციასთან ერთად საერთო ენის და გამოსავლის ძიების გაგრძელებისკენ.

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ელჩებისა და ევროკომისრების თანდასწრებით. საქართველო ჩვენთვის ნამდვილად ფასეული პარტნიორია და ვაფასებთ ამ პოლიტიკურ პარტნიორობას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.