ალეკო ელისაშვილი – წინსვლა გვაქვს, საუბარია შეთანხმების დოკუმენტზე – რა საკითხებზეც ვიმუშავეთ, მხარეებს შორის პოზიციები დაახლოებულია

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის სერიოზული დისკუსია იყო და პროგრესი არის.

როგორც ელისაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრები ხვალაც გაგრძელდება.

„ძალიან სერიოზული დისკუსია იყო, დეტალებზე იყო ძალიან ბევრი საუბარი, პროგრესი არის. წინ წავიწიეთ, დეტალებზე ვიმუშავეთ, წინსვლა გვაქვს. ეს არის და ეს! ხვალ განვაგრძობთ შეხვედრას. საუბარია საერთო შეთანხმების დოკუმენტზე. რა საკითხებზეც ვიმუშავეთ, მხარეებს შორის პოზიციები დაახლოებულია. მე, ზოგადად, ოპტიმისტი ვარ და ვანახოთ, როგორ დასრულდება, მალევე გაირკვევა ყველაფერი”,- განაცხადა ელისაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.