სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებს

“ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. კანონმდებლობის თანახმად, რულოვსი საარჩევნო ბიულეტენში იქნება, თუმცა მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებს. 

“მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს მათი ნდობისთვის და მოპოვებული გამარჯვებისთვის, რომელიც, სამწუხაროდ, მომპარეს არა მარტო 8 ოქტომბერს, არამედ გუშინაც. ყველამ იცის, რომ მე პირველ ტურში გავედი, ამიტომ შეურაცხყოფად ვთვლი მეორე ტურში შემოსვლას ამ უსამართლო ე. წ. დემოკრატიული არჩევნების ფონზე. ვთვლი, რომ არ უნდა მივიღო მონაწილეობა მეორე ტურში. ჯერ ერთი,  მთელ ზუგდიდში  ძალიან ცუდი – ქურდული, კრიმინალური და წნეხის  პირობებია შექმნილი  და არ მინდა,  ამ ხალხს კიდევ პრობლემები ქონდეს, შეურაცხყოფა მიაყენონ, დასცინონ. მე ვიცი, რომ გამარჯვებული ვარ და, აქედან გამომდინარე,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს პარლამენტიდან ან თუნდაც სხვა ადგილიდან დავუდგები გვერდში –  ეს ჩემი ვალდებულებაა”-განაცხადა რულოვსმა “ოდიში ნიუსთან” საუბარში.

კომენტარის დატოვება