ირაკლი ზარქუა შალვა ნათელაშვილზე: ფულზე გაყიდული პარტიების ამოცანა ყოველთვის იყო რევოლუციური სცენარი

ერთ-ერთმა მარგინალმა, ნათელაშვილმა დატოვა მოლაპარაკებების მაგიდა და შემდეგ თქვა, რომ ბოლომდე არც იცის, რაზე იყო საუბარი. ასეთი ჯგუფების ინტერესის სფერო არასდროს ყოფილა მოლაპარაკებები. ფულზე გაყიდული პარტიებისა და ლიდერების ამოცანა ყოველთვის იყო რევოლუციური სცენარი, რომელსაც სააკაშვილი უკვეთავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. მოლაპარაკების პროცესს ესკალაცია არ სჭირდება. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ მაქსიმალურ დათმობაზე წავედით, ჩავატარეთ დიალოგის 4 რაუნდი, თუმცა ოპოზიცია, რომელიც მაშინაც იყო რადიკალური, ახლაც არის და ალბათ მომავალშიც ასეთი იქნება, მოლაპარაკებებს მაინც ტოვებს. გუშინ ერთ-ერთმა მარგინალმა, ნათელაშვილმა დატოვა მოლაპარაკებების მაგიდა და შემდეგ თქვა, რომ ბოლომდე არც იცის, რაზე იყო საუბარი. ასეთი ჯგუფების ინტერესის სფერო არასდროს ყოფილა მოლაპარაკებები. ფულზე გაყიდული პარტიებისა და ლიდერების ამოცანა ყოველთვის იყო რევოლუციური სცენარი, რომელსაც სააკაშვილი უკვეთავს. დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკებები შედეგიანი იქნება და პარტნიორების რეკომენდაციები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა ზარქუამ.

გუშინ, ევროკავშირის ოფისში მიმდინარე შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა.