“უსუფაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება უფრო საინტერესოს გახდის პოლიტიკურ ცხოვრებას”

-“დავით უსუფაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსია. საკმაოდ ალღოიანი და ნიჭიერი. მივესალმები მის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას”- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წვერი ნუკრი ქანთარია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის და რესპუბლიკური პარტიის ყოფილი ლიდერის დავით უსუფაშვილის აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას.

„მისი პოლიტიკაში დაბრუნება უფრო საინტერესოს გახდის პოლიტიკურ ცხოვრებას. ქვეყანას ჭირდება ასეთი გაწონასწორებული, პროფესიონალიზმზე დამყარებული პოლიტიკური ძალა, რომელზეც ბატონმა დავითმა ისაუბრა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ერთია მისი ექსპერტული შეფასებები, მეორე – მისი განხორციელების გზები, რომელიც მხოლოდ სურვილების დონეზე წარმოჩინდა მის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებაში. რა მექამიზმებით უნდა გაწმინდოს, პოლიტიკური ველი, როგორც თვითონ ამბობს, რაც ცნობიერებიც ბრალია, მაშინ ერთმა ძალამ, როგორ უნდა შეძლოს მისი განხორციელება, ის ამ გზებზე არაფერს ამბობს“- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

დეპუტატის თქმით, ჯერ-ჯერობით ზოგადია უსუფაშვილის განცხადების არსი და სურვილების დონეზე რჩება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იმედოვნებს, რომ პოლიტიკურ პროცესში ჩართვის შემდეგ, უფრო მეტ კონკრეტიკას ვიხილავთ.