პოროშენკო: შემიძლია რიცხვიც კი დავასახელო როდის მივიღებთ უვიზო რეჟიმს

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს,  რომ ევროპარლამენრის მიერ უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დამადასტურებელი დოკუმენტები ხელმოწერილი და რატიფიცირებული 24 ნოემბრისთვის იქნება.

-„მე დარწმუნებული ვარ,რომ უვიზო რეჟიმს ხელს აღარაფერი შეუშლის და დოკუმენტები ხელმოწერილი იქნება. მეტიც, შემიძლია რიცხვიც კი დავასახელო როდის მოხდება ეს და ეს იქნება 24 ნოემბერი. რატომ? იმიტომ, რომ 24 ნოემბერს დაგეგმილია  ებროკავშირი-უკრაინის სამიტი და ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ სწორედ ამ დღეს დოკუმენტი მზად იქნება“-განაცხადა პოროშენკომ „უკრაინსკაია პრავდასთან“ საუბარში.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 24-26 დაგეგმილ სამიტზე დღის წესრიგში არ იყო შეტანილი უკრაინასა და საქართველოსთვის უვუზო რეჟიმის საკითხის განხილვა.

 

 

კომენტარის დატოვება