ლევან დავითაშვილი: 2 მილიარდ 910 მილიონი ლარის სესხი გაიცა, სადაც სახელმწიფოს თანადაფინანსება 415 მილიონია

შეღავათიანი აგროკრედიტი უნივერსალური პროექტია, რაც გულისხმობს ყველა დარგის თანაბარწილად დაფარვას სოფლის მეურნეობისა და სასურსათო პროდუქციის წარმოების კუთხით, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის დროს განაცხადა.

მისი თქმით, 2 მილიარდ 910 მილიონი ლარის სესხი გაიცა, სადაც სახელმწიფოს თანადაფინანსება იყო 415 მილიონი ლარია.

„შეღავათიანი აგროკრედიტი უნივერსალური პროექტია, რაც გულისხმობს ყველა დარგის თანაბარწილად დაფარვას სოფლის მეურნეობისა და სასურსათო პროდუქციის წარმოების კუთხით. აქ 2 მილიარდ 910 მილიონი ლარის სესხი გაიცა, სადაც სახელმწიფოს თანადაფინანსება იყო 415 მილიონი ლარი, კონკრეტული საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირების კუთხით. რომ არა ეს ინსტრუმენტი, წინა წლებში, საბანკო სექტორიდან დაფინანსება არ არსებობდა. პირველად წარმოებასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ელემენტში დახმარება. ხშირ შემთხვევაში, იმის გამო, რომ შევავსოთ კაპიტალის დეფიციტი და ის ვაკუუმი, რაც ამ პერიოდში წარმოიშვა მოსახლეობის ფინანსური ან სოფლის მეურნეობაში ჩართული სუბიექტების შესაძლებლობების კუთხით, ჩვენ დავიწყეთ კონკრეტული ვერტიკალური ინტერვენციები, რომელიც გულისხმობს საგრანტო თანადაფინანსებას, როგორც წესი, 1 ლარი არის 3-4 ლარის კერძო ინვესტიციის მიმზიდველი ბერკეტი; უნდა აღვნიშნოთ, რომ 2015-2021 წლის მიმდინარე პერიოდამდე, 103 ახალი საწარმო შეიქმნა საგრანტო დაფინანსებით”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.