ექთანი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ახალციხეში აცრის შემდეგ გართულდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს

27  წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელსაც ახალციხის „იმედის“ კლინიკაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრის შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს.

პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე რჩება.