გიორგი შაქარაშვილზე ძალადობის საქმეზე მორაგბე ვასილ მახარაძეს 9-წლიანი პატიმრობა, 4 სრულწლოვან ბრალდებულს კი თავისუფლების 5-5 წლით აღკვეთა მიესაჯა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმის ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული 8 სრულწლოვანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

დაკავებული 5 პირიდან 4 ბრალდებულს 5-5 წლიანი პატიმრობა, ერთ პირს – მორაგბე ვასილ მახარაძეს კი 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც მხარეებმა რეპლიკის უფლებით ისარგებლეს.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 8 სრულწლოვანს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.