“ჩვენ ვერ შემოგიერთდებით, უფრო რთული საქმეები გვაქვს გასაკეთებელი!”

მსახიობი ლალი ბადურაშვილი უკვე რამდენი ხანია ველოსიპედის აღებას მოითხოვს. მან ამ საკითხზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იბერიას“ ეთერში.

-„დავით ნარმანიას ვუთხარი, ახლა შენ არ გცალია ჩემთვის, ცოტას გაცლი და თუ არ გააკეთებ ამას, მე შევკრებ ქალებს და იმ ველოსიპედს მაინც დავამტვრევ. ამას აუცილებლად ვიზამ, მე, ეკა ხოფერია და კიდე ბევრი ქალები. ჩემმა შვილმა თქვა ერეკლემ ყველაზე კარგად, რომელიც რეჟისორია, იმ ველოსიპედზე- ორი რული უნდა დაუყენო საწინააღმდეგო მიართულებით, ერთზე მიშა უნდა დასვა სააკაშვილი, მეორეზე ვანო მერაბიშვილიო და გაუშვა. მესმის, რაღაცას ჰქონდეს სილამაზე, ან კულტურული დანიშნულება, ეს სასაცილოა ნუ! არაფერს არ წარმოადგენს, სიმახინჯეა აბსოლუტური”-განაცხადა ბადურაშვილმა.

მის ამ განცხადებას პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობის, დევნილთა ორგანიზაციის აფხაზეთის სექტორის კურატორი მარინა ჩაჩუა გამოეხმაურა და ლალი ბადურაშვილს საჯარო მიმართვა გაუგზავნა:

-„კარგით ქალბატონო ლალი, თქვენ იმ საქმეს მიხედეთ, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია და შედარებით მარტივად გასაკეთებელი, მაგრამ ჩვენ ვერ შემოგიერთდებით, უფრო რთული საქმეები გვაქვს და დროს ვერ დავკარგავთ, მაგალითად “სიღარიბის დაძლევის” სახელწოდებით ჩანერგილი მონსტრის დემონტაჟი უნდა მოვახდინოთ, კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა, რაც რეალურად სჭირდება ხალხს, მართლა ათასჯერ რთული საქმე და სასწრაფოდ მოსაგვარებელი საქმე, ვიდრე ველოდიპეტის დემონტაჟი.“

კომენტარის დატოვება