WhatsApp, Facebook Messenger და Instagram-ის  მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხება ე.წ გეიმსტრიმებმა გამოიწვია

WhatsApp, Facebook Messenger და Instagram  მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეფერხებით მუშაობს.

როგორც „ფეისბუქის გეიმინგ (სათამაშო) გვერდის ” „ტვიტერზე” გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, შეფერხება სათამაშო არხებმა ე.წ გეიმსტრიმებმა  გამოიწვია.

”Facebook– ის პროდუქტებზე გავლენას ახდენს უამრავი გარემოება, მათ შორის სათამაშო ნაკადები ე.წ გეიმსტრიმები. პრობლემის აღმოსაფხვრელად გუნდი მუშაობს და ჩვენ ხარვეზის გამოსწორების შემთხვევაში შეგატყობინებთ”, – წერია Facebook Gaming Twitter-ის გვერდზე.

მომხმარებლები, რომლებიც Instagram– ის ვებვერსია გამოიყენეს, მიუვიდათ შეტყობინება, სადაც  ეწერა – „5xx სერვერის შეცდომა“.