შარლ მიშელი – დროა, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები, კრისტიან დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, მისი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მედიაციის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდება.

„შევაჯამეთ დანიელსონის მედიაციით საქართველოში მიღწეული პროგრესი. დროა, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები. წარმომადგენელი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება“,- წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისგან საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაცია დაევალა.

დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.