“ჭკუისკოლოფა” არსაიდან გამომცხვარი ნულოვანი პერსპექტივის ე.წ. “პარლამენტარი”

   ქართული ოცნების წევრი, დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატის, ილია წულაია განცხადებას, რომ  საპოლიციო გამოსახლების წესის გაუქმება სწორი გადაწყვეტილება არ იყო და მას სავარაუდოდ ახალი მოწვევის პარლამენტი გადახედავს, საზოგადოებაში საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვა.

სწორედ წულაიას განცხადებას გამოეხმაურა მოკლე სტატუსით დემურ გიორხელიძე.

12794447_10208928887608451_7157270049884680157_n

“ოცნების” ლიდერებს მივმართავ –
ისეთი “ჭკუისკოლოფა” არსაიდან
გამომცხვარი ნულოვანი პერსპექტივის
ე.წ. “პარლამენტარი” [თუ “პოლიტიკოსი”? ჰა,ჰა,ჰა!]
ბევრი გყავთ,
საპოლიციო გამოსახლებების აღდგენას რომ ითხოვს…

ისე, ჩვენში დარჩეს და…
სად პოულობთ ამ პროდუქტებს?!
მალე სხვებიც “წარმოაჩენენ” თავს!

p.s.
აბა, ჰე!
ათიათასობით ადამიანი – სასწრაფოდ ქუჩაში გამოყარეთ!
სასწრაფოდ!!!
ვავა, ვავა, ღრუზია!”

 

კომენტარის დატოვება