ღვთისმშობლის კალთა გფარავდეთ – დღესასწაული იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატისა

იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატი გადმოცემით ქრისტეს ამაღლებიდან თხუთმეტი წლის შემდეგ გეთსემანიაში შეუქმნია. 463 წელს ხატი კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს. ხატი დაბრძანებული იყო პიგიის ღვთისმშობლის ტაძარში, ხოლო შემდეგ ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც ის გამდიდრდა მრავალი სასწაულებით.
ბიზანტიელთა მხედრობამ მისი მეოხებით მომხდური სკვითების ლაშქარი უკუაქცია. 988 წელს იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატირუსეთში – კორსონში (ხერსონში) გადააბრძანეს და ახალ ნათელღებულ მოციქულთანასწორ კიევის მთავარს – ვლადიმირს უბოძეს.

როდესაც ნოვგოროდელებმა ქრისტიანობა მიიღეს, ვლადიმირმა მათ ხატი საჩუქრად გადასცა. 1571 წელს ივანე მრისხანემ ქალაქი დაარბია და სიწმინდე მოსკოვის მიძინების ტაძარში გადააბრძანა. 1812 წელს ნაპოლეონის მიერ მოსკოვის აღების შემდეგ იერუსალიმისღვთისმშობლის ხატი უგზოუკვლოდ დაიკარგა.სანაცვლოდ მოსკოვის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში ხატის ზუსტი ასლია დასვენებული.
იერუსალიმის ხატის გარშემო გამოსახულნი არიან წმინდა მოციქულები: პეტრე, პავლე, იოანე, კულა, სვიმონი, ფილიპე, მათე, მარკოზი, იაკობი, თომა, ბართლომე, წმინდა მოწამენი: პროკოფი, გიორგი და მერკური.

 

ევედრებიან ხანძრის, ეპიდემიის დროს, ასევე პირუტყვის ხანძრისაგან დასახსნელად; 
ამასთან, სიბრმავისა და დამბლის განსაკურნებლად

ტროპარი

სახეჲ მტკიცისა შუამდგომელობისა და გულმოწყალებისა შენისა, დედუფალო, ხატი იერუსალიმისა გამოგვიბრწყინდა ჩუენ და აღვავლენთ ლოცუასა სულთა ჩუენთგან წინაშე მისსა, და სარწმუნოებითა ვხმობთ შენდამო: გულმოწყალეო, მოხედენ ერსა შენსა, ყოველნი მწუხარებანი და ვნებანი ჩუენნი დაშრიტენ, კეთილნი ნუგეშინის-ცემანი გულთა შინა ჩუენთა დანერგენ და ცხორებაჲ სამარადისოჲ ითხოე სულთა ჩუენთათვის.

ლოცვა

ყოვლადწმიდაო დედუფალო ღუთისმშობელო, სასოო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, მწუხარეთა მეოხო, უსასოთა ნავსაყუდელო, ობოლთა და ქურივთა გამომზრდელო, შემივრდენ და შემიწყალენ ჩუენ ცოდუილნი და უღირსნი მონანი შენნი, ლმობიერად შევრდომილნი წმიდასა ხატსა შენსა, ევედრე, დედუფალო გულმოწყალეო, ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რაჲთა მოგვიტევნეს ცოდუანი და უსჯულოებანი ჩუენნი, რაჲთა მოწყალებითა მისითა ღირს ვიქმნეთ კეთილსა აღსასრულსა ცხორებისა ჩუენისასა და წყალობაჲ მისი ყოველთა რჩეულთა მისთა ზედა აჩუენე, რამეთუ კურთხეულ და უფროსად დიდებულ ხარ, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

 

 

კომენტარის დატოვება