„მინდა საჯაროდ მივმართო ილია წულაიას და მივიღო პასუხი!“

ხათუნა იარდალაშვილი

„პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“

-„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატის ილია წულაიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ ,,საპოლიციო გამოსახლების წესის გაუქმება სწორი გადაწყვეტილება არ იყო“

ბატონო ილია, იქნებ გვითხრათ რა ეშველებათ იმ ხალხს,როდესაც გამოსახლებთ? ქუჩაში უნდა იცხოვრონ? იქნება უკვე გაქვთ შემუშავებული კანონი და გამოსახლების მერე დააბინავებთ იმ ხალხს? საქართველოში აღარ გვჭირდება სოციალურად დაუცველი ფენის გაზრდა! ვფიქრობ დროა გამოსახლებაზე კი არა, იპოთეკარების და ბანკის პროცენტების დარეგულირებაზე ვიფიქროთ, რომ ხალხმა შეძლოს გადახდა და ორივე მხარე კმაყოფილი და რაც მთავარია დაუზიანებელი დარჩეს.პირველ რიგში კი ჯობდა სამუშაო ადგილების შექმნაზე გვეფიქრათ, რომ გაჭირვებული ხალხი დასაქმდეს და ცოტათი მაინც შეუმსუბუქდეს ვალის ტვირთი.

მინდა საჯაროდ მივმართო ილია წულაიას, აუხსნას საზოგადოებას, ეს მხოლოდ მისი სუბიექტური აზრია, თუ “ქართულ ოცნებაშიც” დომინირებს ასეთი შეხედულება? თუ პარლამენტი აპირებს ამ საკითხის გადახედვას, მაშინ რა გამოდის? მხოლოდ ხალხის ხმების მოსაგებად გააუქმეს ეს კანონი?“

კომენტარის დატოვება