ალეკო ელისაშვილი – ზოგიერთი პოლიტიკოსი საკუთარი ამბიციების მძევალია, ყველამ უნდა გავიაზროთ, თუ ვინმე ზარალდება ქვეყანა და ხალხია, მათ რეალურ პრობლემებზე არ ვსაუბრობთ

ყველამ უნდა გავიაზროთ, თუ ვინმე ზარალდება ქვეყანა და ხალხია, მათ რეალურ პრობლემებზე არ ვსაუბრობთ, შეუთანხმებლობა და პოლიტიკური კრიზისი ყველას ბრალია, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

დეპეუტატის თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი საკუთარი ამბიციების მძევალია.

„ასეთ რაღაცას მეგობრები და კეთილის მაურველები რომ გვეუბნებიან, წესით, ძალიან უნდა გვრცხვენოდეს ქართველ პოლიტიკოსებს. იმას რომ გეტყვიან, კომპრიმისი არ არის სისუსტე, პარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყანა დააყენეთ, ქვეყნის მომავალს უფრო მეტი პასუხისნგებლობით შეხედეთ და თქვენი გაჯიუტებით, ერთადერთი, ვინც ხელებს იფშვნეტს და იცინის, არის რუსეთიო. ამის მეტი რაღა უნდა გვითხრან? წესით უნდა გვრცხვენოდეს და უფრო მეტი მზაობა უნდა გვქონდეს შეთანხმებისთვის. ამ ფონზე გაჯიუტებული ვართ. შეუთანხმებლობა და პოლიტიკური კრიზისი რომ არის, ყველას ბრალია, ვინც იქ ვსხედვართ. მეც დავიბრალებ, მეც ვარ ამაში დამნაშავე. ყველამ თავის თავში უნდა ჩაიხედოს და თავის თავს უნდა დაუსვას კითხვა. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს კრიზისი კი არა, გაჯიუტება. ზოგი თავისი სიტყვის მძევალია, ზოგს სხვა იდეები აქვს თავში, ზოგი თავისი ამბიციების მძევალია. ყველამ უნდა გავიაზროთ, თუ ვინმე ზარალდება ქვეყანა და ხალხია, მათ რეალურ პრობლემებზე არ ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ ხუთი თვეა იმაზე, ვინ შევა პარლამენტში და ვინ – არა“, – განაცხადა ელისაშვილმა.