ამირან გამყრელიძე – „ფაიზერს“ ახასიათებს გარკვეული ადგილობრივი გართულებები იმ ადამიანებში, რომლებიც ხშირად იყენებენ ფილერს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აცრაზე მისული ადამიანისთვის განკუთვნილ კითხვარს, „ფაიზერის“ შემთხვევაში ემატება კითხვა, ხომ არ იყენებს ხშირად ფილერს.

გამყრელიძის განმარტებით, „ფაიზერს“ ახასიათებს გარკვეული ადგილობრივი გართულებები იმ ადამიანებში, რომლებიც ხშირად იყენებენ ფილერს.

„პრევენციული ღონისძიებაა ის, რომ როცა ადამიანი მივა აცრაზე, იქ სპეციალური ჩეკლისტია. ერთი კითხვა დაემატა „ფაიზერის“ ჩეკლისტს, 12, თუ 11 კითხვაა, თუ კითხვაზე პასუხი არის დიახ, შემდეგ ექიმი იღებს ეჭვს, რომ შეიძლება, აქ იყოს მომატებული რისკი, მას იმ პერიოდში არ აცრის და გადაამისამართებს დამატებითი გამოკვლევებისთვის შესაბამის სპეციალისტთან. „ფაიზერს“ ახასიათებს გარკვეული ადგილობრივი და არა სისტემური, ანუ არა ანაფილაქსიური გართულებები იმ ადამიანებში, ვინც ხშირად იყენებს ფილერს. დამატებით ამას შეეკითხებიან, რადგან ვისაც ფილერები ხშირად აქვს გამოყენებული, „ფაიზერის“ იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება, ჰქონდეს ადგილობრივი გართულებები, რომელიც საჭიროებს შემდეგ მკურნალობას“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ