სამხედრო გადატრიალების შემდეგ მიანმარში საპროტესტო აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს

სამხედრო გადატრიალების შემდეგ, მიანმარში საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველებმა 300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

„კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები ყოველდღიურად ხორციელდება“, – განაცხადა პოლიტპატიმრების დახმარების ასოციაციამ.

ორგანიზაციის მონაცემებით, 25 მარტისთვის საპროტესტო აქციებზე 320 ადამიანი დაიღუპა. აქციებზე მოკლული ადამიანების 25%-ს სასიკვდილო ჭრილობა თავში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

24 მარტს მიანმარში სამთავრობო ძალებმა 7 წლის ბავშვი მოკლეს. სამხედროები საპროტესტო აქციების მონაწილეთა სახლებში რეიდს ატარებდნენ. გოგონას მშობლებმა კი მათ კარი არ გაუღეს, ძალოვნებმა ცეცხლი გახსნეს, ნასროლი ტყვია 7 წლის ბავშვს მოხვდა.