,,საფრანგეთს არ სჭირდება რუსული გაზი” – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას არ სჭირდება რუსული გაზი, მაგრამ ევროპა მასზეა დამოკიდებული, – ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა ტელეკომპანია France 5-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ევროპა დამოკიდებულია რუსულ გაზზე, მაგრამ საფრანგეთს ის არ სჭირდება“, – აღნიშნა მაკრონმა.

მისი თქმით, ახლა პარიზი მუშაობს სხვა ქვეყნებიდან გაზის შესყიდვაზე და ასევე, აპირებს მხარი დაუჭიროს რუსეთიდან გაზისა და ნავთობის ემბარგოს.