იან კელი – არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნება“ რუსეთის მოკავშირეები არიან, ისინი არიან საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ერთგული

არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნება“ რუსეთის მოკავშირეები არიან, ისინი არიან საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების ერთგული, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

იან კელიმ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, „შეიძლება თუ არა „ქართულ ოცნებას“ დაერქვას, რომ გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად არის რუსეთის მოკავშირე“:

„არა, ამას ვერ ვიტყვი. განცხადების გაკეთებისას სამი წლის გამოცდილებას ვეყრდნობი, ელჩის რანგში ვმუშაობდი მმართველ პარტიასთან. ისინი ერთგული არიან საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების. არსებობს განსხვავება ამ და წინა მთავრობას შორის. „ქართული ოცნების“ მთავრობა უფრო გახსნილია დიალოგისთვის, რათა დიპლომატიური არხები იყოს გახსნილი, მაგრამ მე „ქართულ ოცნებას“ და საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას ვერ ვუწოდებდი რუსეთის მოკავშირეს. არ ვფიქრობ, რომ ამის რაიმე მამტკიცებელი არსებობდეს“, – განაცხადა იან კელიმ.