კიდევ ერთი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი-გილოცავთ!

ახალგაზრდა ძალოსანი ირაკლი ჩხეიძე ჭაბუკებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია.

მალაიზიაში, ქალაქ პენანგში დასრულებულ მსოფლიოს პირველობაზე ძალოსნობაში ჭაბუკებს (U17) შორის, 94 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ირაკლი ჩხეიძემ  ატაცში 154 კგ, აკვრაშიკი 186 კგ. დაიმორჩილა და ორჭიდში მოპოვებული შედეგით – 340 კგ. მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ირაკლი ჩხეიძე მსოფლიო პირველობაზეც ერთ-ერთი ფავორიტი იყო.

კომენტარის დატოვება