შალვა პაპუაშვილი: 4 თვეა, ოპოზიციის ნაწილი, ჩვენს მოქალაქეებს, ქვეყნის ჯანჯღარსა და არევაში, თვეში ნახევარ მილიონ ლარზე მეტს ახდევინებს

4 თვეა, ოპოზიციის ნაწილი, ჩვენს მოქალაქეებს, ქვეყნის ჯანჯღარსა და არევაში, თვეში ნახევარ მილიონ ლარზე მეტს ახდევინებს, – წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე „ქართული ოცნების“ წევრი, შალვა პაპუაშვილი.

„ნაცვლად იმისა, რომ პარლამენტში ჩვენი მოსახლეობის რეალურ პრობლემებზე მუშაობდნენ, წყლის ამღვრევისა და ძალაუფლების მოპოვების სქემებს ალაგებენ და ამაში, ჩვენ ყველას, ჯამში უკვე 2.500.000 ლარი გადაგვახდევინეს“ – წერს შალვა პაპუაშვილი და ბოლო 4 თვის განმავლობაში, მიღებული საბიუჯეტო დაფინანდების მონაცემებს აქვეყნებს.