ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია თავიდანვე გაღიზიანებული იყო, რომ მოდერატორმა საერთოდ არ შეიტანა დოკუმენტში არჩევნებთან დაკავშირებული პუნქტი

ჩვენ გვქონდა ოთხ ნიუანსთან დაკავშირებით მოსაზრებები, თუმცა აღვნიშნეთ, რომ მზად ვიყავით არგუმენტებით გაგვეგრძელებინა მსჯელობა, მაგრამ ულტიმატუმი არც ერთ პუნქტთან დაკავშირებით არ იყო დაყენებული. ამ ოთხ პუნქტზე გვინდოდა დამატებით მსჯელობის გაგრძელება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციას ჰქონდა ორი ულტიმატუმი, რომელიც გიორგი რურუას და რიგგარეშე არჩევნების საკითხს ეხებოდა.

„ჩვენ გამოვთქვით ჩვენი პრინციპული თანხმობა დოკუმენტის ხელმოწერასთან დაკავშირებით. ოპოზიცია თავიდანვე იყო გაღიზიანებული იმით, რომ მოდერატორმა საერთოდ არ შეიტანა პუნქტი არჩევნებთან დაკავშირებით და ჰქონდა პრინციპული პოზიცია. აქედან გამომდინარე, დააყენა ერთი ულტიმატუმი ოპოზიციამ და მეორე ულტიმატუმი უკავშირდებოდა რურუას თემას. ეს ორი ულტიმატუმი გახდა მიზეზი იმისა, რომ დიალოგის გაგრძელებამ აზრი დაკარგა“, – განაცხადა კობახიძემ.