ახალი მიკროავტობუსების საფასური დღეიდან 50 თეთრი იქნება

დღეიდან დედაქალაქში ახალი მიკროავტობუსებით მგზავრობა 80 თეთრის ნაცვლად 50 თეთრი ეღირება და ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათნახევრის განმავლობაში მეტროთი, ავტობუსითა და ახალი მიკროავტობუსით მგზავრობა შეეძლება.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მგზავრები მიკროავტობუსებშიც ისარგებლებენ ყველა იმ საშეღავათო პირობებით, რაც ახლა მეტროსა და ავტობუსებში მოქმედებს.