წაქეზება – „როდის თხოვდები?“, „აღარ მოგყავს ცოლი?“ – დასჯადი გახდება

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით გამოთქმული მომაბეზრებელი ფრაზები, წაქეზება  დასჯადი გახდება.

კანონპროეტქის ინიციატორი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია.

კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ქორწინების იძულება ისედაც დასჯადი ქმედებაა, თუმცა ახალ კანონში უფრო ნათლად იქნება გაწერილი თუ რას გულისხმობს ტერმინი იძულება.

„ქორწინებასთნ დაკავშირებით, მომაბეზრებელ ხასიათს შეგონებები – „დროა უკვე დრო, გათხოვდი რას ელოდები?“, „აღარ მოგყავს ცოლი? აგვიანებ ძალიან“, „შენ კიდე მარტო დაიარები? სანამდე უნდა იაროთ ასე?“ – ამ და მსგავსი შინაარსის ფრაზების ავტორი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით უნდა დაისაჯოს, რადგან ავტორიტული კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულმა დასკვნებმა ნათლად აჩვენა, რომ მსაგვსი შინაარსის ფრაზები, უარყოფითად მოქმედებს ახალგაზრდებსა და ზოგადად სოციუმზე“, –  განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.