სახალხო დამცველმა პარლამენტს 2020 წელს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ წლიური ანგარიში წარუდგინა

სახალხო დამცველმა პარლამენტს 2020 წელს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ წლიური ანგარიში წარუდგინა. 486-გვერდიან დოკუმენტში ასახულია 2020 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული გამოწვევები და პროგრესი.

ანგარიშში ასახულია პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ვითარება. ანგარიშში ასევე საუბარია ფსიქიატრიულ სტაციონარებში მოთავსებულ ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობაზეც.

ლომჯარიას ანგარიშში ასევე საუბარია სასამართლო სისტემასა და საქმეთა ელექტრონულად განაწილებაზე. ანგარიშში ასევე შეფასებულია გიორგი რურუას საქმისა და ნიკანორ მელიას სადეპუტატო საქმიანობის შეწყვეტის ფაქტები. დოკუმენტში ასევე საუბარია დავით გარეჯის საქმეზეც.

ვრცელ დოკუმენტში ნინო ლომჯარია ასევე საუბრობს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე, ფემიციდის მზარდ სტატისტიკაზე, გენდერულ საკითხებსა და გამოხატვის თავისუფლების დარღვევის შემთხვევებზე.

ანგარიშის ვრცელი ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.