მირანდა მირიანაშვილი: მაპატიეთ თუ რამე გაწყენინეთ ,არაფერი ჩამიდენია უმსგავსო

რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის მეგობარი და საქართველოში მისი მასპინძელი მირანდა მირიანაშვილი  სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს.

„მიყვარს თავდავიწყებით ჩემი ქვეყანა.მიყვარს ჩემი ხალხი.ისინიც ვინც მლანძღავს.არ მიცნობს, მაგრამ გააფთრებით მთათხავს და ცდილობს ლაფი დაგვასხას მე,ჩემ ოჯახს, სტუმრებს, გეფიცებით ესაა რასაც ამ წუთს განვიცდი!..ვიცი, დღეის დრამის ყველა მონაწილეს სამშობლოს სიყვარული ამოძრავებს.

თითოეულს სიკეთეს ვუსურვებ, ჯანმრთელობას და სიყვარულს, ამითაა სავსეა ეხლა ამ მწარე წუთებში ჩემი გული,სიყვარულით,რომელიც აუცილებლად გადაგვარჩენს ყველას.

გაუმარჯოს ჩვენ საქართველოს ,თქვენ გაგიმარჯოთ ყველას,მაპატიეთ თუ რამე გაწყენინეთ,არაფერი ჩამიდენია უმსგავსო.

გთხოვთ,არ მომწეროთ კომენტარი,და ნურც ამ ჩემი ამოძახილის შეფასებით შეწუხდებით. მინდა თითოეულს გითხრათ რომ მიყვარხართ და ამის გააზრება ეხლა მხდის ბედნიერს.” წერს მირიანაშვილი “ფეისბუქზე”

შეგახსენებთ, რუსი ჟურნალისტი  ვლადიმერ პოზნერი და მისმა 50-მდე მეგობარი  31 მარტს საქართველოში   დაბადების დღის გადასახდელად ჩამოვიდნენ. სასტუმროში სადაც ისინი დაბინავდნენ სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია მოაწყვეს და კვერცხები დაუშინეს. პოზნერმა ვიზიტი ნაადრევად შეწყვიტა და საქართველო დღეს დილით დატოვა.