ხათუნა ზახაშვილი – ორსულების აცრის პირდაპირი რეკომენდაცია არ არსებობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადებით,  ორსულ ქალებში კორონავირუსის საწინააღმდეგო იმუნიზაციასთან დაკავშირებით ჯერ კვლევები არ არის ჩატარებული.

„ცდებია ჩატარებული ცხოველებზე, რომელიც აჩვენებს, რომ რაიმე ტერატოგენური ეფექტი არცერთ საცდელ ვაქცინას არ გამოუვლენია, რისკებს ცხოველთა პოპულაციაში არ მოიცავს, თუმცა, ადამიანებში ასეთი ცდები ჩატარებული არ არის, შესაბამისად, ორსულების აცრის პირდაპირი რეკომენდაცია არ არსებობს.

თუ შემთხვევით მოხდება აცრა, როდესაც ჯერ არ არის იდენტიფიცირებული ორსულობა, ეს არ წარმოადგენს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის ჩვენებას და ორსულობა უნდა გაგრძელდეს“, – აცხადებს ზახაშვილი.