ვლადიმერ პოზნერი: ის ადამიანები, რომელთაც თბილისში შეკრება მოაწყეს, ყურადღების ღირსნი არ არიან

რუსეთის „პირველი არხის” ტელეწამყვანი, ვლადიმირ პოზნერი საკუთარ ვებგვერდზე თბილისში მისი ჩამოსვლის გამო განვითარებული მოვლენების ორგანიზატორებისა და მონაწილეთა მიმართ დამოკიდებულებაზე წერს.

ის მიმართავს ჟურნალისტებს და განმარტავს, რატომ არ მისცა კომენტარი და არ დათანხმდა არავის მიწვევას გადაცემაში სტუმრობაზე.

„ძვირფასო კოლეგებო, მინდა, აგიხსნათ, რატომ არ მოგეცით არცერთ თქვენგანს კომენტარი იმის შესახებ, რაც თბილისში მოხდა. არავის მიწვევა არ მივიღე, მივსულიყავი გადაცემაში. ახსნა მარტივია და, როგორც მე მგონია, აშკარა: ის ადამიანები, რომელთაც ეს შეკრება მოაწყეს, ყურადღების ღირსნი არ არიან. დიდი პატივია. ამიტომაც, ჩუმად ვარ და ჩუმად ვიქნები“ – წერს პოზნერი.

ვლადიმერ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა.

პოლიციამ რუსეთიდან ჩამოსული 32 მოქალაქე, მათ შორის ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე დააჯარიმა. რუსმა ჟურნალისტმა საქართველო 1-ელ აპრილს, დილით დატოვა.