გიგა ბოკერია: დოკუმენტს ოცნებამ რომ მოაწეროს ხელი, მე მაინც არ მოვაწერ

დოკუმენტს ოცნებამ რომ მოაწეროს ხელი, მე მაინც არ მოვაწერ, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ვადამდელი არჩევნებისა და ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე პოლიტიკური კლიმატი ვერ შეიცვლება.

„მადლობელი ვარ მედიატორის და ყველასი, ვისაც აქვს პოლიტიკური და პრაგმატული ინტერესი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის, ოღონდ პირველადი პასუხისმგებლობა ბუნებრივია ჩვენ გვაქვს, ვინც ანგარიშვალდებული ვართ საზოგადოების წინაშე. ვადამდელი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების თავისუფლების გარეშე პოლიტიკური კლიმატი ვერ შეიცვლება“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.