გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა

მწერალი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა. დოჩანაშვილის მდგომარეობა ბოლო ორი კვირის მანძილზე მძიმე იყო. მწერალი 1 საათის წინ კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” გარდაიცვალა.

გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს ქ. თბილისში დაიბადა.

გურამ დოჩანაშვილი 82 წლის იყო. მან ბოლო 1 თვე კლინიკაში გაატარა. მწერალს გულსისხლძარღვთა და ფილტვების პრობლემა ჰქონდა.