საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა  9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 1989 წლის 9 აპრილს, სამშობლოს თავისუფლებისთვის ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

რუსთაველის გამზირზე ირაკლი კობახიძე პარტიის გენერალურ მდივან კახა კალაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა.