კარლ ჰარცელი – 1989 წლის 9 აპრილს საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო, ყველამ პატივი უნდა სცეს ამ მემკვიდრეობას

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა 9 აპრილთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას ავრცელებს.

„9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა!

1989 წლის ამ დღეს საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო და ყველამ პატივი უნდა სცეს ამ მემკვიდრეობას”, – აცხადებს კარლ ჰარცელი.