,,პოდილიაკი არის „ჭე კლასის“ ვიღაც მრჩეველი, ჩვეულებრივი რიგითი ჭანჭიკია უკრაინის მთავრობაში“ – ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას გამოეხმაურა. ზარქუამ მას ჭე კლასის მრჩეველი და რიგითი ჭანჭიკი უწოდა.

„პოდოლიაკი და ძმანი მისნი, არ არიან ჩვენთვის საინტერესო. ესენი არიან ჭე კლასის ვიღაც მრჩევლები, რომლებსაც შიგნითაც არ უსმენენ. რამდენადაც გავიგე, თურმე უკრაინის მებრძოლი ბიჭები ემუქრებიან კიდეც უკვე მათი არასწორი პოლიტიკის და განცხადებების გამო. ბუნებრივია, ასეთ ადამიანს ობიექტურობა და სამართლიანობა მოსთხოვო, გაჭირდება. ეს არის ფასიანი ლობისტი, სავარაუდოდ, სააკაშვილის, რომელიც ჰყავს უკრაინაში მიმოფანტული. ჩვეულებრივი რიგითი ჭანჭიკია უკრაინის მთავრობაში“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენეთ, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ „რუსი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი სანქცირებული უნდა იყო