ერთი ბიჭია იარაღით შიგნით, მოხუცი ქალი გამოუშვა, შუბლზე მომადო იარაღიო – „საქართველოს ბანკის” დაყაჩაღების ფაქტზე ადგილზე მყოფი მამაკაცი მომხდარის დეტალებზე საუბრობს

ავლაბარში, სადაც „საქართველოს ბანკში”  შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.

ერთ-ერთი თვითმხილველი მომხდარის დეტალებზე ჰყვება. -მამაკაცის თქმით, ის გაესაუბრა ქალს, რომელმაც ბანკის ფილიალი თავდამსხმელის ნებართვით დატოვა:

“შიგნით შევიდა ბანდიტი, 3 თანამშრომელი ჰყავს და ერთი დაცვა. აქ ვიდექი ბირჟაზე. მოქმედი ბანკია. ერთი ბიჭია იარაღით. იქიდან გამოვიდა მოხუცი ქალი. უთქვია, რომ გამიშვი გაკვეთილები მაქვს ბავშვებთანო. გამოუშვია, მე არ გამოვჩნდები და თქვენ გადითო, შუბლზე მომადო იარაღიო,” – აცხადებს თვითმხილველი მამაკაცი.