აშშ-ში მცხოვრები ქართველი თამარ თორაძე, რომელიც ოჯახის ამოწყვეტაში გიორგი რურუას ადანაშაულებს სალომე ზურაბიშვილს მიმართავს – „ისტორიაში დარჩებით ერთი ძონძებით მოხიბლული ქალი”

აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, თამარ თორაძე, რომელიც 90-იან წლებში მისი ოჯახის ამოწყვეტაში გიორგი რურუას ადანაშაულებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლითაც პრეზიდენტი გიორგი რურუას შეწყალების პირობას იძლევა.

„გამარჯობა ქალბატონო სალომე! – შოკში ვარ დღევანდელი თქვენი გამოსვლით! რომელიც რადიკალურად განსხვავდება წინა გამოსვლებისგან. კაცის მკვლელს გარეთ უშვებთ ( გიორგი ჟორიკა რურუას) და ამის მერე როგორ ვიყოთ მშვიდად ქართველები???

რას აკეთებთ??? რატო იგდებთ აბუჩად საზოგადოებას??? რატო იგდებთ აბუჩად საკუთარ თავს?? ამხელა ქვეყანაში ამერიკაში რატო იჭრით თავებს??? რას ანახებთ სხვა ქვეყნებს?, რომ არაფერი შეგიძლიათ საკუთარი ხალხისთვის და საკუთარი ქვეყნისთვის??

ესეთ სერიულ კაცის მკვლელს რა უნდა გარეთ?? ან თქვენ რა ნამუსით დაიძინებთ ამხელა ცოდვას ჩადიხართ???

აი, თუ მართლა ეს მოხდება, მე გაძლევთ პირობას, რომ თქვენ არ იქნებით ღირსეული საქართველოს პრეზიდენტი!

თქვენ დარჩებით ისტორიაში ერთი ძონძებით მოხიბლული ქალი, რომელიც ვერცხლზე იყიდება და ნამუსი მხოლოდ ჯოჯოხეთში შეაწუხებს!

თქვენ ვერ გაიხარებთ ჩემი ოჯახის ცოდვით და თითოეული სისხლის წვეთი ჩემი ოჯახის თქვენთან გადმოსულიყოს ღმერთს ვთხოვ და სამუდამო ტანჯვა არ აგარიდოთ არასდროს!! თუ დაუშვებთ რურუა მკვლელის გამოშვებას!” , – წერს თამარ თორაძე.

ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს, გიორგი რურუას თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 4-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

გიორგი რურუას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

 

წყარო: თვალსაზრისი