ალეკო ელისაშვილი – რაში ხარჯავენ პარლამენტში ბენზინს, ხომ არ ტაქსაობენ, ეს გვაქვს გასარკვევი

პარლამენტში ბენზინს რაში ხარჯავენ, ხომ არ ტაქსაობენ, ეს გვაქვს გასარკვევი, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მათ თვიდან თვემდე 700 ლიტრი საწვავი უნდა ჰქონოდათ, რაც კატასტროფულად ბევრია და უარი თქვეს.

„ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდიოდი და დავდივარ. არანაირი პრივილეგიით არ ვსარგებლობ. ლევან იოსელიანი არის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, მაგრამ ნახეთ, რომელი პრივილეგიით სარგებლობს. მანქანა უნდა მომსახურებოდა – უარი ვთქვით; სურვილის შემთხვევაში დაცვა უნდა ჰყოლოდა – უარი ვთქვით; 700 ლიტრი ბენზინი უნდა გვქონოდა თვიდან თვემდე – უარი ვთქვით. ეს კატასტროფულად ბევრია, რაში ხარჯავენ, ხომ არ ტაქსაობენ, ეს გვაქვს გასარკვევი. არანაირი პროივილეგიით არ ვსარგებლობთ. ჩემთვის, ჩვენი პარტიისთვის თანამდებობა იზომება პასუხისმგებლობით. მე პირადად ერთი ციდა ოთახი მაქვს. ერთი კომპიუტერი მიდგას და ვმუშაობ“,- განაცხადა ელისაშვილმა.