საქართველოში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 688 პაციენტი

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 226 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 688 პაციენტი.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 995 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 456, პისიარტესტით – 14 539.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,38 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,55 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,37 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 300 264 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 283557 გამოჯანმრთელდა, 3 981 კი გარდაიცვალა.

სულ აცრილია 33 337 პირი, დღიურად აცრილია – 1 426.