თბილისში, 30 წლამდე მამაკაცმა საკუთარ ცოლს სცემა და ხელი მოტეხა

თბილისში, 30 წლამდე მამაკაცმა საკუთარ ცოლს სცემა და ხელი მოტეხა. ინფორმაციას „პრაიმტაიმი“  ავრცელებს.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, თბილისის ერთ-ერთ უბანში მოხდა. ფიზიკური ძალადობის დროს ქალი 3 თვის ორსული გახლდათ. ის მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

მამაკაცი დაკავებულია და  მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.