ფრიდონ ინჯია: დარჩა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, რომელსაც ქვეყნის დანგრევა უნდა – სხვანაირად, ვერ წარმომიდგენია მათი გარეთ ყოფნა და სრულიად გაუგებარი მოთხოვნების ქონა

„დარჩა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, რომელსაც ქვეყნის დანგრევა უნდა. სხვანაირად, ვერ წარმომიდგენია მათი გარეთ ყოფნა და სრულიად გაუგებარი მოთხოვნების ქონა“, – განაცხადა საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც 6 თვის შემდეგ პირველად, ოპოზიციონერების უმეტესობა საკუთარი მოვალეობის შესრულებას შეუდგა.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ პარლამენტში ვხედავ ოპოზიციის ნაწილს, რომელსაც აღმშენებლობა სურს. მათ შორის, ჩემი ბევრი მეგობარია. გუშინდელ პარლამენტს აკლდა არმაზ ახვლედიანის, ბადრი ჯაფარიძისა და ანა ნაცვლიშვილის ხმები. ამას ვამბობ მათი იმ გამოსვლებიდან გამომდინარე, რასაც მე დღეს მოვუსმინე. საქართველოში რომ კანონი და სამართალი სათანადო დონეზე ყოფილიყო, ან ყველასთვის ერთი კანონი ყოფილიყო, დღეს ჩვენ ეს მდგომარეობა არ გვექნებოდა. დარჩა ოპოზიციის გარკვეული ნაწილი, რომელსაც ქვეყნის დანგრევა უნდა. სხვანაირად, ვერ წარმომიდგენია მათი გარეთ ყოფნა და სრულიად გაუგებარი მოთხოვნების ქონა. ახლა მთავარია, ბოლომდე მივიყვანოთ ის, რაზეც ხელი მოვაწერეთ“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.