ჟოზეფ ბორელი: საუკეთესო გზა რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად რეფორმები და სრულად დემოკრატიულ ქვეყნებად გადაქცევაა

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებმაც ჩვენ ვეხმარებით, წინ უნდა აღუდგნენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან ზეწოლას და ამისთვის მათ უნდა გაატარონ რეფორმები,- ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ ევროკავშირის დახმარება და მხარდაჭერა ინსტრუმენტად ქვეყნის შიგნით რეფორმების წინ წასაწევად.

„ისინი არიან რუსეთის ზეწოლის ქვეშ. დიახ, ეს ასეა. საუკეთესო გზა რუსეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად რეფორმები და სრულად დემოკრატიულ ქვეყნებად გადაქცევაა. ეს საჭიროა ეკონომოკური კეთილდღეობის მისაღწევად და მდგრადი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად. საზოგადოების, რომელიც იცხოვრებს ჩვენი მხარდაჭერით და თავისუფლად. ეს არის საუკეთესო გზა რუსეთის ფედერაციის ზეწოლის დასაძლევად. აუცილებელია ჩვენი მხრიდან დიდი დახმარება გარკვეულ პირობებზე იყოს დაფუძნებული და როდესაც ამას ვამბობ, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნები არ იმსახურებენ დახმარებას და მხარდაჭერას, მაგრამ ჩვენმა დახმარებამ როგორც ყოველთვის შედეგები უნდა მოიტანოს. ევროკავშირი უნდა იყოს დარწმუნებული , რომ ჩვენი დახმარების პოლიტიკა ორინეტირებულია შედეგებზე, რომელიც ჩვენ და ცხადია ამ ქვეყნებს სჭირდება“, – ამის შესახებ ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.