ლევან იოსელიანი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა და სრულიად ვიზიარებ აშშ-ის საელჩოს პოზიციას

ლევან იოსელიანი – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა და სრულიად ვიზიარებ აშშ-ის საელჩოს პოზიციას

არანაირი აუცილებლობა ამ ცვლილებების შემოტანის, მითუმეტეს დაჩქარებული წესით, არ არსებობდა და სრულიად ვიზიარებ აშშ-ის საელჩოს პოზიციას, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხზე მოქალაქეებს ძალიან ნათელი პოზიცია ჰქონდათ.

„მხოლოდ ორი ხმა დაფიქსირდა დარბაზში საწინააღმდეგო და ეს ორი ხმა გვეკუთვნოდა მე და ალეკო ელისაშვილს. არანაირი აუცილებლობა ამ ცვლილებების შემოტანის, მითუმეტეს დაჩქარებული წესით, არ არსებობდა და სრულიად ვიზიარებ აშშ-ის საელჩოს პოზიციას, რომ არ უწყობს მიღებული ცვლილებები ხელს იმ პროცესს, რაც საქართველოში მიდის, ვგულისხმობ, ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის პოზიციების დაახლოებას და შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში ერთობლივი რეფორმების გატარების შესაძლებლობას.

მივაღწიე იმას, რომ ანრი ოხანაშვილი, იურიდიული კომიტეტი დავითანხმე, რომ ეს არ იყო გონივრული გადაწყვეტილება და შევთანხმდით 24 საათზე. ამ 24 საათს დავუჭირე მე მხარი, რაც შეეხება დანარჩენს, ჯარიმების გაზრდას, საპატიმრო ვადის ქვედა ზღვარის გაზრდას, რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგი ვიყავი,“ – განაცხადა იოსელიანმა.