მაცხოვრის აღდგომის ტაძარში წმინდა ცეცხლი გადმოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მორწმუნეებმა წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა იზეიმეს. ცეცხლი საქართველოს დროით 14:57 წუთზე გადმოვიდა.

ცეცხლი, ტრადიციისამებრ, მაცხოვრის საფლავზე მდებარე კუვუკლიადან ​იერუსალიმის პატრიარქმა გამოიტანა.