“ქართული ოცნება“, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა“, ამნისტიის კანონს განახორციელებს იმ ფორმით, როგორც ხელმოწერილ დოკუმენტშია – არჩილ ტალაკვაძე

„ქართული ოცნება“, „როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა“, ამნისტიის კანონს განახორციელებს იმ ფორმით, როგორც ხელმოწერილ დოკუმენტშია, –  ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძეის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხელმომწერი ოპოზიციაც პასუხისმგებლობით ჩაერთოს პროცესში.

„ამნისტიის კანონი არის შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტი, შესაბამისად ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, ამ შეთანხმებას, რასაკვირველია, განვახორციელებთ ზუსტად ისე, როგორ ის იყო ხელმოწერილი. სხვა ინტერპრეტაციებისთვის ადგილი არ არის და არც უნდა იყოს. მნიშვნელოვანია, რომ ხელმომწერი ოპოზიციაც ასევე პასუხისმგებლობით ჩაერთოს პროცესში, რომ ერთად შევძლოთ იმ გადაწყვეტილების მიღება პარლამენტში, რომელსაც ხელი მოვაწერეთ. ეს შეთანხმება გულისხმობდა პოლარიზაციის შემცირებას. მისი მიზანი იყო, რომ ვითარება პოლიტიკური დაპირისპირებიდან გადასულიყო საქმიან ეტაპზე. შეთანხმებაში მოცემული სულისკვეთება ზუსტად მოგვიწოდებს იმისკენ, რომ შევძლოთ დემოკრატიული მიღწევების გამოყენება რეალურ ცხოვრებაში“,- განაცხადა თალაკვაძემ.