არ გვაქვს უფლება, ვაქცინა მაცივარში გველაგოს და ველოდოთ ჯანმოს გადაწყვეტილებას – ბიძინა კულუმბეგოვი “სინოფარმის” შესახებ

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, საქართველოში ჩინური ვაქცინის – “სინოფარმის” გამოყენება 4 მაისს ყველა შემთხვევაში უნდა დაიწყოს.

მისივე თქმით,  “სინოფარმის” ვაქცინას უახლოეს მომავალში ავტორიზაცია აუცილებლად ექნება.

“ქვეყანამ მიიღო გადაუდებელი გამოყენებისთვის დაშვება იმუნიზაციის საბჭოსთან ერთად. ამიტომ, ჩვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ 4 მაისს დაიწყოს “სინოფარმით” ვაქცინაცია.

ჩვენ ვიცით, რომ ყველა ის მონაცემი, რადგანაც ამ კონდიციამდე მივიდა “სინოფარმის” ვაქცინა, აუცილებლად ექნება მას ავტორიზაცია. ეს შეიძლება იყოს ერთ კვირაში, ორ კვირაში, ათ დღეში. რა თქმა უნდა, ყველა 500 ვაქცინირებული ადამიანიდან ერთის სიცოცხლე გადარჩება. ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს უფლება, მაცივარში გველაგოს ვაქცინა და ველოდოთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას,“ – აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.