აქციის ფარგლებში გამოკვლეულ ბავშვთა 60% ჰქონდა სიმსუქნე ან ჭარბი წონა

მოგეხსენებათ, 30 მაისს,  ბავშვთა დღესთან დაკავშირებით საუნივერსიტეტო კლინიკა „მედელიტმა“  ბავშვებსა და მოზარდებს გაუკეთა საჩუქარი.

უფასო აქცია-ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპიურ კვლევასა და ენდოკრინოლოგების კონსულტაციაზე.

აქციის ფარგლებში განხორციელებულმა კვლევებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მშობლებმა აუცილებლად უნდა ჩაუტარონ ბავშვებს პრევენციის მიზნით პირველადი კვლევა ფარისებრ ჯირკვალზე.
ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია ეს არის კვლევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეთოდი ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგიის გამოსავლენად.

აქციის ფარგლებში ულტრაბგერითი კვლევა ჩაუტარდა 25 ბავშვს. მათგან მხოლოდ 8-ს არ გამოუვლინდა არანაირი ცვლილება. ეს დაახლოებით 32%-ია, დანარჩენ 68%-ს დაუფიქსირდა სხვადასხვა სახის ცვლილება:

დიფუზური ჩიყვი-5

ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოპლაზია-3

კვანძოვანი წარმონაქმნი-1

კეროვანო და დიფუზური ცვლილებები-10

აუტოიმუნური თიროიდიტისთვის დამახასიათებელი ცვლილებები-2

აქედან გამომდინარე, იმ ბავშვებს, რომლებსაც აღმოაჩნდათ ექოსკოპიური ცვლილებები,  ესაჭიროებათ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური და საჭიროების შემთხვევაში სხვა დამატებითი კვლევები.

ძალზე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აქციის ფარგლებში გამოკვლეულ  ბავშვთა 60% ჰქონდა სიმსუქნე ან ჭარბი წონა ანუ ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურული ცვლილებების მეტი წილი სწორედ ამ რიცხვში გამოვლინდა. აქედან გამომდინარე  ყველა ჭარბწონიანი ბავშვი საჭიროებს ექიმი-ენდოკრინოლოგის  კონსულტაციას. ნუ გადადებთ ექიმთან ვიზიტს!
გახსოვდეთ, ენდოკრინოლოგიური სისტემის გაუმართაობა აისახება ბავშვის როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ განვითარებაზე.
🔶სამედიცინო ცენტრი “მედელიტი” სწორედ ის ადგილია, სადაც თქვენ პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ენდოკრინოლოგები გაგიწევენ კონსულტაციებს.

🔶მისამართი : შანხაის დასახლება, გოგი გეგეჭკორის ქ. 3

(შესასვლელი ალექსანდრე ყაზბეგის 34-დან)

📱ტელ: 2 144 044