არჩილ თალაკვაძე – ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნები ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტში სწორი ინიციატივები შეიტანა

საარჩევნო რეფორმაზე ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის დასკვნები არის პოზიტიური, ასევე რეკომენდაციებიც არის ძალიან კონსტრუქციული და საქმიანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ გუნდი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას და ეს დასკვნები იქნება განხილული კანონპროექტის მიღების პროცესში.

„რეალურად ეს დასკვნები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სწორი ინიციატივები და სწორი წინადადებები შეიტანა კანონპროექტში, რაც ამ დასკვნებში არის შეფასებული დადებითად. ასევე მოცემულია საქმიანი რეკომენდაციები, რომელსაც აუცილებლად ჩვენ დიდი ყურადღებით განვიხილავთ პარლამენტში“, – განაცხდა არჩილ თალაკვაძემ.

უთო/ოდირი და ვენეციის კომისია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ერთობლივ დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ ინიცირებული საარჩევნო კოდექსის ცვლილების პროექტზე, რომელიც ეუთო/ოდირში იყო გადაგზავნილი.