თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინაციის ასეთი ტემპით, პანდემია წლის ბოლოს დამთავრდება

ვაქცინაციის ასეთი ტემპით, პანდემია წლის ბოლოს დამთავრდება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის” ეთერში განაცხადა

„რომ არ ყოფილიყო ვაქცინა და თუ არ იქნება მედიკამენტი, რომელსაც ველოდებით წლის ბოლოს, ბუნებრივი განვითარებით, ეს პანდემია შესაძლოა, გაგრძელებულიყო 2-3 წელი ან მეტი. ახლა, როდესაც ეფექტური ვაქცინა უკვე არსებობს, თანაც რიგ ქვეყნებში ვაქცინაცია წარმატებით მიდის, ასეთი ტემპის პირობებში, ჩემი მოსაზრებით პანდემია წლის ბოლოს დამთავრდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ