აშშ-ის საელჩო – მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოავლინონ მაქსიმალური თავშეკავება ამ საღამოს მიღებული გადაწყვეტილების ფონზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასთან დაკავშირებულ სასამართლოს გადაწყვეტილებას „ტვიტერის“ გვერდზე აშშ-ს საელჩო საქართველოში გამოეხმაურა.

„ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, გამოავლინონ მაქსიმალური თავშეკავება ამ საღამოს მიღებული გადაწყვეტილების ფონზე. ძალადობა არავის ემსახურება მათ გარდა, ვისაც საქართველოს სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრა სურს. ეს უნდა გადაწყდეს მშვიდობიანი გზით“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.